ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

სიზმარში - ნახვამდის

ირინეს

მე მაინც წავედი იქ, სადაც მიცდიდა
სკამი და მაგიდა, ფიქრი და ქაღალდი,
ვიცოდი, დიდი ხნით მომენატრებოდი
და მხოლოდ შფოთიან სიზმრებში გნახავდი.
მხოლოდ ლექსებში თუ შევძლებდით შეხვედრას,
ვით წყვილი რითმა ან
შველა და ცოდვილი,
რადგანაც უშენოდ ჰაერი მძიმდება
და თავზე მემხობა სამარის ლოდივით.
შენი მშვენიერი ბერძნული სახელიც
ზეციდან წკრიალა სიმძიმით გუგუნებს,
მიყვარხარ და...