ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ფოტორობოტი

დამნაშავეა მთელი ქვეყანა:
დახურული აქვს გულის ფიცარი,
სწორედ ამიტომ, ფოტორობოტში
მე თქვენ ყველანი ამოგიცანით
და ჩემი თავიც...
რადგან სიცრუის
წინ მეც მრავალჯერ მოვხარე ქედი
და ვერასოდეს ვერ გავუფრთხილდი
ბოროტისაგან დაჩაგრულ კეთილს.
მშვენივრად ვიცნობ მაგ სასტიკ თვალებს-
ზიზღით ჩარაზულ მაგ ორ დარაბას,
რადგან იმ წუთას მეც იქ ვიდექი,
მეც ავირჩიე ქურდი ბარაბა.
და ის ბარაბაც თვითონ...