ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ლუკას
შენ მშვიდად დგახარ ცხოვრების მიღმა,
როგორც ფოთოლი - ქარიშხლის უკან,
და ჯერ არ იცი, რომ მამაშენი
მთელი სიცოცხლე გიცდიდა, ლუკა.
სიცოცხლე - უფლის მოწვდილი პეშვი -
მე, ქვიშასავით, გზადაგზა მაპნევს,
მაგრამ ვერ იქნა, დღემდე, ვერაფრით,
ვერ ამაფხრიწეს ჯადოსნურ ზღაპრებს.
შენ უნდა დაგრჩეს ყველა ზღაპარი -
ოცნების ყველა ციმციმა ღრიჭო,
რომ როცა წავალ, ამ ზღაპრებიდან
გეფერებოდე, პატარა ბიჭო.
ჩათბუნებული...
