ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

მოხეტიალე მიწა

როცა იქნება მეც დავბრუნდები -
შენთვის, მიწისთვის, ჩემი თავისთვის,
მაგრამ ყველასთვის გაუგებარი
და აუხსნელი, ვით ატავიზმი.
რას გამახსენებ?-
ზეცას თუ მინდვრებს,
საგნის აღმნიშვნელ სიტყვებს თუ საგნებს,
თუ ცრემლს, რომელიც საკუთარ ბილიკს
მუდამ ზუსტად და დროულად აგნებს.
მე შენს თვალებში ჩემს თავს ვხედავდი
და ამიტომაც ვარჩიე გაცლა,
რადგან ის, როგორც ძნელი შეკითხვა,
პასუხს ითხოვდა ძალიან...