ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ვიოლინოს გასაღები

ამომგლიჯეთ, ამომგლიჯეთ მუსიკა,
წაიღეთ, გადამალეთ, -
მეგობარი უკვე მკვდარია,
ვეღარაფერს უშველი.
ახლა ჯობს, იმაზე იფიქრო,
რამდენი რამით შეგიძლია თავის გამართლება,
რომ მისი სიკვდილი შენ არ დაგაბრალონ:
ის ხომ მშვიდი იყო,
ჩათბუნებული და ყოველთვის წყენაგადავლილი.

ამომგლიჯეთ, ამომგლიჯეთ მუსიკის ფესვები,
რომელიც ჩემში ცახცახად იტოტება;
მეძახის, მაფხიზლებს:
აღარ გყავს...