ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ლაზარე
მე აღვსდექი, აღვსდექი:
გეძახი იასამნების იქითა მხარიდან,
ჭვარტლით გადალესილი ქალაქის ბოლოდან,
რომ მე შენ მჭირდები,
რომ კბილი მტკივა და არაფრით არ არის
გაუმხელელი სიყვარული
კბილის ტკივილზე უფრო მოსათმენი.
მე გავცოცხლდი.
შემიძლია, დაგელაპარაკო,
ოღონდ ისე, რომ
ჩემი ხმა ყოველთვის შორიდან გესმოდეს
და არსაით ქროდეს ქარი,
რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან
სიტყვებს მოგაწვდიდა.
აჰა,...
