ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

აბანო

- ჭუჭყმა შეგვჭამა. - ვთქვი და ჩიბუხს ცეცხლი ჩავუკიდე.
ჩემი ქალი ხაჭაპურს აცხობდა,
ღუმელთან ტრიალით გახურებულიყო
და იღლიებიდან ოფლი გასდიოდა.
მაგრამ მე იგი ასეთი მიყვარდა:
ცეცხლთან მოტრიალე,
ბედით კმაყოფილი;
მის ძუძუსთავებს ხომ ისე ვეწეოდი,
თითქოს ჩემს ძველისძველ ჩიბუხს ვაღვივებდი.
მე იგი მიყვარდა
და ის მუნჯი იყო,
ერთნაირად სჭამდა ჭუჭყი და დუმილი.
ცხობა დაამთავრა.
ცხელი...