ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
მე არ ჩავმქრალვარ
ასე დაუვლის ჩუმი შრიალი
ზაფხულის ბაღებს - ხმელს და სიცხიანს,
მიყვარხარ და დღეს
სწორედ ამიტომ
თავის მართლება არ დამიწყია.
მე ასეთი ვარ -
ნაკვერჩხალივით
ჩაუმქრალი და დიდხანს მღუარი -
ბევრჯერ ეცადნენ, მაგრამ ჩემს თავზე
ვერ მათქმევინეს მაინც უარი.
ქვეყანა თავის დამღით მდაღავდა
და რომ გავცლოდი იმის ტვიფარებს,
მე არ ჩავმქრალვარ,
თუმცა წარსული
თავზე ფერფლივით...
