ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
* * * (ისე მშვიდია ეს გაზაფხული)
ისე მშვიდია ეს გაზაფხული,
თითქოს, უბრალოდ თამაშობს ბავშვი
და თავის უცხო წარმოსახვებით
კვლავ ინარჩუნებს სიზმართან
კავშირს...
გადახუნებულ დღეთა აკიდო
მოგონებების შემორჩა ხარდანს;
სხვა არაფერი არც გვაბადია,
ამ უსიცოცხლო წარსულის გარდა.
თუმც ხიდი - უკან დანაღმულია,
მაინც გავრბივართ გულისხეთქებით
და გაზაფხულზე,
ატმის ხესავით,
მოგონებათა ნაღმზე...
