ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

სიბილა

ნაირა გელაშვილს

სადაც ბაღივით ყვავილობს ზეცა,
იქ ცხოვრობს ჩემი უცხო სიბილა,
რომელმაც მთელი ეს სინამდვილე
სიზმრებისაკენ გადაიბირა.
გარს გალავანი როდი არტყია:
დაუცველია, წრფელი, ნამდვილი;
თითქოს, ოცნების ჭრელი ბარტყია -
სიზმრის ბუდიდან ჩამოვარდნილი.
ყოფა კი, თავის ათასი ბრჭყალით,
სვავივით ხარბად აცხრება თავზე,
როს საყდარივით მარტო დგას ღამით
და მხოლოდ მთვარის კაშკაში...