ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

* * * (მიკვირს, უშენოდ როგორ გავძელი)

მიკვირს, უშენოდ როგორ გავძელი,
მთელი ცხოვრება ბინდი მებურა,
ასე მეგონა, რომ ვეღარავინ
გამაცოცხლებდა წინანდებურად.
მაგრამ მოხვედი,
მიღმიერ ქარებს
მოჰყევი, როგორც ბაბუაწვერა,
ჩემი თავიდან გამიხმე გარეთ
იმ ძველებური ლექსის საწერად.
სიყვარული კი, სიზმრის ნაფლეთი,
რომ აგვარიდოს სვე-ბედს საშინელს,
მუშაითივით ჯიუტად დგას და
ჩვენს მღიერ ყოფას...