ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

* * *სიბნელეში, შენკენ რომ წამოვედი

სიბნელეში,
შენკენ რომ წამოვედი,
უეცრად ფეხი
ჩვენი შვილის ოთახში მიმოფანტულ
სათამაშოებზე ამიცურდა
და მოვალეობის გახამებულ საწოლს გადავემხე...

დიახ, ასეთი ღამე იყო:
უმთვარო, ბნელი, კუნაპეტი
და ვარსკვლავიც არ აშუქებდა
მის საყდრულ მყუდროებას,
როცა უეცრად მომენატრე
და სიბნელეში შენკენ წამოვედი...

რაში გჭირდებოდი?-
სათამაშოებზე დამზღვლეული...