ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

შუადღე

ბორენა ჯაჭვლიანს
მეც ამ დღესავით ჩუმად ვღამდები
და მოქუფრული ივნისის ზეცა,
როგორც უფერულ ჩრდილს შუადღისას,
თავის უძირო ზანდუკში მკეცავს.
შუადღისაა ეს ჩემი ლექსიც,
ნაგვიანევი ჩემი უსტარი,
უხმოდ წასულა თეთრი შროშანი,
მტკივა-
ცოცხალს რომ ვერ მოვუსწარი.
ოთახი ისევ ის ოთახია,
სხივები ერტყმის მერცხლის გუნდებად,
მაგრამ სათქმელი ბაგესთან დგება
და მოცახცახე ხორხში...