ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
მეტასტაზები
ჰაერი, მხრებს რომ ასე გვიმძიმებს,
რად გვეჩვენება ყოველთვის მჩატე?
მარტის ქარია და გაზაფხული
არ უხარიათ ქალაქის კატებს.
რა უცნაური ჟრუანტელია,
ელვას წააგავს - მწველი და სხარტი,
გამობმულია შიშველ ნერვებით კვირტებს და
ჩუმად ცახცახებს მარტი.
მე დავიღალე და შეველეწე
ამაო ვნების ტალღებს ბრაზიანს,
ახლა კი ვკვდები,
რადგან ცხოვრება
ჩემში გასული მეტასტაზია
და სიყვარულიც,
რომლის...
