ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

* * *(ისე ჩემი ხარ და უცაბედი)

ირინეს

ისე ჩემი ხარ და უცაბედი,
როგორც პარსვისას გაჭრილი ღაწვი,
მე მენატრები და გეფერები
ჩემი სულის და სხეულის ნაწილს,
რომელიც სახლში რჩება და ფიქრობს,
როდის მოვრჩები წანწალს, ნეტავი,
რომ მზის სხივივით შემომეგებოს
მუდამ მორცხვი და გაუბედავი;
სინათლესავით სულში ჩამიდგეს
და, როგორც ბნელში ჩაღვრილმა შუქმა,
დაუნანებლად ანათოს, თუმცა,
არ დაიხარჯოს არასდროს...