ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
* * *(ფანჯრების იქით - ღამის ხავერდი)
ფანჯრების იქით - ღამის ხავერდი
და აღარცერთი ნათელი ღრიჭო,
შენ არაფერი გაგიჭირდება,
რადგან ტყუილში ცხოვრება გიჯობს.
ასე სჯობს, რადგან ნამდვილი ცეცხლი
დაუნანებლად, ბოლომდე გნაცრავს
და ყინვის მკრთალი, სასტიკი ხელი
სახეში გირტყამს ძალიან მკაცრად;
ხოლო სიცრუე შემპარავია,
როგორც მეზობლის ცბიერი კატა,
როგორც მაისი, საფლავის ბორცვებს
რომ დაუვლის და ათასფრად...
