ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

* * * (შეხედე - ზეცის ციხე-კოშკიდან)

შეხედე - ზეცის ციხე-კოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა...
ვერ დაგივიწყე,
ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის...
მწვანე თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს.
და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით...