ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ბრბოს კაცი
სასაცილოა ეს სიყვარული -
სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...
დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,
რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.
მე ბრბოს კაცი ვარ
და ბრბოს ფუსფუსი
რა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,
თუმც, კიდევ კარგი,
რომ წმინდანივით
შუქი არ მადგას შარავანდედად.
და შემიძლია - მიყვარდე ჩუმად,
ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,
მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,
რომ არასოდეს დაგიზეპირო
და...
