ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

წარმოდგენები საკუთარ თავზე

მე დავიჯერე რომ ვარ მაღალი
და ვიდრე თოვლი ტოტებს დახრიდა,
ჩემივე თავის შეკოწიწება
უნდა დამეწყო ისევ ახლიდან.
მაგრამ ახალი როგორ ვიქნები -
ძველი შარვლით და ძველი პერანგით,
გავსხლტები, თუმცა, წარსულის გზებით,
უკან ვბრუნდები, ვით ბუმერანგი
ჩემივე თავთან,
რომელიც დღემდე
ვერ გავიცანი -
ხილვებით სავსე,
ნაცნობობისთვის ჩვენ ხელს გვიშლიდა
წარმოდგენები საკუთარ თავზე...