ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ვიდრე ერთმანეთს მოვეხვეოდეთ
აქ,
კულისებში,
ისე ბნელა და ისე ცივა,
ვეღარ გხედავ და
როგორ გთხოვო,
შემივრდომეო...
მეც, ალბათ,
ასე გაცრეცილი და გათოშილი
ვერ ვითამაშებ
სიყვარულით შეშლილ რომეოს.
ნათდება სცენა და
სპექტაკლი უნდა დაიწყოს,
მაგრამ შეხედე,
რა მწუხარედ
ციაგებს რამპა,
დიდი ბოდიში,
გულუბრყვილო მაყურებელო,
შენ, ვინც ლამაზი სიყვარულის
მოელი...
