ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ერთგაჩერებიანი სიყვარული

რა სწრაფად მიდის ავტობუსი:
უკვე წავიდა -
მთელი წუთი ან
მთელი წამი,
მთელი ცხოვრება...
შენ მშვიდად ზიხარ,
მალე ჩახვალ
და ვერ გაიგებ,
რომ შენი სახე
მერეც დიდხანს მემახსოვრება.
ნეტავ, რა გქვია,
სად მიდიხარ
ასე ნატიფი,
თუ გრძნობ, ნეტავი,
შენი სუნთქვით რარიგ სავსე ვარ,
შენ ვის უბეში გასათბობად გაგიწევია,
სად მიიჩქარი,
ვის მკლავებზე...