ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
დიდება - ნაცარს!
მიყვარს ნაცარი...
იგი ყოველთვის არის,
რაც არის
და კოცონივით
თვალისმომჭრელად
ან გამომწვევად როდი ბრიალებს;
თუმცა, ვინ იცის,
რამდენ ნაღვერდალს
ინახავს შიგნით,
კი არ ინახავს,
სიმწრით მალავს და
უცხო თვალისთვის არ ემეტება.
დიდება - ნაცარს,
მიმხვდარა იგი,
რომ გრძნობებს თუკი
საგულდაგულოდ არ გადამალავ,
ვერ მოახერხებ,
შეინარჩუნო
ის, რაც გიყვარს...
