ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

წამოცდენილი სიტყვების გამო

მიყვარს! - ვამბობ და მთავრდება ლექსი, აი, რისი თქმა მინდოდა მარტო, მაგრამ მე მინდა, რომ ვიყო თოვლიც, ქარმა სუსხიან ქუჩებში მფანტოს. ისევ აგუბებს ეს ნოემბერი ძველ წვიმებსა და ტკივილებს ახალს, დარჩი, თუ წახვალ, ასე მგონია, მერე ერთმანეთს ვერასდროს ვნახავთ. შუაში გვიდგას მთელი ქვეყანა, გვიზომავს მანძილს არშინ-ადლებით, მე კი თოვლი ვარ, შენსკენ მოვდივარ და უხმაუროდ მხრებზე გადნები.

ჩამოიგროვებ მხრებიდან ფიფქებს და სიყვარულის ფარული გესლით პირველი...