ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ქალაქი
ქალაქი, სადაც არავინ დარჩა,
თითქოსდა, ტბასთან სხედან, მდუღართან,
წვალობენ, მაგრამ ვერ იხსენებენ,
ოდესმე თუკი ვინმე უყვარდათ.
ქალაქი, სადაც ზამთარი ჩადგა,
ვით აკვარიუმს, ქარი რომ ანჯღრევს
და თევზებივით ცურავენ შიგნით,
ეხეთქებიან დაორთქლილ ფანჯრებს.
ხოლო ფანჯრიდან რა მოჩანს? -
ქუჩა.
და ნისლი, როგორც ვეება წნეხი,
ერთმანეთისკენ გამორბის ორი,
ერთ-ერთს ტალახზე უცდება ფეხი.
აქ, სადაც წუხელ...
