ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

მთა

რისი ცხოვრება?! - მთაა მაღალი,
ნისლმოხვეული კლდეა ფრიალო,
შენ კი ამ კლდეზე, როგორც მთამსვლელმა,
მუხლჩაუხრელად უნდა იარო.
ავდივართ ზემოთ, მუხლისკანკალით,
რაღაც უცნაურ გაბედითებით,
ვერც კი ვგებულობთ, სისხლიანი და
გადაღვლეპილი რომ გვაქვს თითები.
მოვალეობის თოკში ჩაბმულებს
თუ რამე შეგვრჩა დაულეწველი,
მხრებზე გვკიდია გუდურასავით
და ჭაპანწყვეტით ზემოთ ვეწევით.
რაა ეს თოკი - მტკიცე ბაგირი
თუ...