ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

კრეტსაბმელი

საით წახვედი, სიყვარულო,
ღალატის შემდეგ...
ნუ დაბრუნდები,
აქ ცეცხლი და ქარიშხალია...
ორივე, შენ რომ მიატოვე,
მობეზრებულ ზამთარს ხატავენ,
როგორც ემჩნევათ,
უშენოდაც
კარგად არიან.

თევზი ვარ ჩემი არსებობის მდინარეში,
რომელსაც ლეთე ჰქვია სახელად,
დავიწყების მდინარე ლეთე,
ჩაგებული მაქვს
საკუთარი ძარღვების ბადე
და უმოწყალო, საზიზღარი ტალღები მფლეთენ.

ეგების, ფოთლებს...