ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

გასაღები

ვინ ხარ შენ? -
ასე მარტოსული,
უცხო
და კარგი -
შეხამებული შემოდგომის
ბრჭყვიალა ფერებს,
გასაღებივით
ყოველდღე რა უბრალოდ გკარგავ,
რომ ძველი შარვლის ჯიბეებში
გიპოვნო მერე.
და გამიხარდეს:
თურმე სულაც არ დაკარგულხარ...
გიცდი, ვით კარი,
ნაცრისფერად გადაღებილი,
რომლის გაღებაც
ქვეყნად მხოლოდ შენ შეგიძლია,
შენ შეგიძლია
ერთადერთი გასაღებივით.
ცარიელია ის...