ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
დუღილის ტემპერატურა
ამომიქოლეთ ყველა ფანჯარა,
რომ არ მოგვნათლოთ მერე გიჟებად
მეც და ასფალტიც, რომელიც ახლა
სიკვდილისაკენ მეპატიჟება.
დიახ, მიყვარდა...
და ეს ასფალტი -
გაბრუებული აგვისტოს ბუღით
ემიჯნებოდა თვალის უპესთან
შეკავებული ცრემლების დუღილს.
სიყვარული, ვით შლეგი ულაყი,
მე, როგორც აღვირს, ჯიუტად მხრავდა,
გამწყვიტა, მაგრამ ვერსად გაექცა
უიმედობის სუსხსა და ავდარს.
ის -...
