ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
სიცილის ოთახი
ღამით,
როდესაც შენ აღარა ხარ,
ანუ როდესაც ჩემივე ნებით,
სიზმრებთან,
როგორც შიშველ სარკესთან,
შეუბრალებლად
პირისპირ ვრჩები;
იცი, როგორი დაღლილი ვჩანვარ,
ვეღარ ვაგებებ მზერას ალმაცერს
ირგვლივ ვერაფერს, რადგან ყოველი
ამ სარკეებში ისეც ბარბაცებს -
ხეც და ფოთოლიც,
მიწაც და სახლიც
და ჩემი სუნთქვით ჩუმად ნაშენებ
სამყაროს დღემდე ვერ მოვუარე,
მის ბარბაცს ხელი ვერ...
