ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ფოტოაპარატი

დავიმახსოვროთ ყოველი წამი -
ხე,
ბალახები,
ნამი,
ჩიტები,
რითაც ერთმანეთს (თუკი წავედით)
მაინც შევძლებთ და მოვეჭიდებით.
ჰო, სიყვარული სულის ნიჭია
და ჩვენზე მძლავრობს ზეცის მხედრობით,
მაგრამ რომ არა ჩემი სხეული,
იქნებ, ვერასდროს ვერ შეგხვედროდი.
ამიტომ მიყვარს შენი ხელები,
კისერზე რომ მხვევ, თბილი და კარგი,
შენი სხეულიც, რომელიც შენს სულს
ჩემთვის გასაგებ ენაზე...