ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ხოლო მე თვითონ
მე წარსულიდან გამოვაღწიე,
ზოგი გმირად მხმობს, ზოგი - ჯაბანად,
შენთან მოვედი, როგორც წყაროსთან,
იმ ჭრილობების ჩამოსაბანად.
არ მიერთგულა რადგან არავინ,
ჩიტივით ფრენსო, - წუხდნენ ძალიან
და რომ ეშველათ,
სიყვარულიც კი
ისე დამიგეს, როგორც გალია...
ალბათ, მიჯობდა, რომ შევლეწოდი
მათი გალიის გისოს-ტიხართა,
რადგან მე თვითონ ყველაზე უფრო
ერთი პატარა წყარო...
