ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ბაზარი

ბაზარია ჩემი შეყვარებული -
ჭუჭყით სავსე,
მოყაყანე,
ხმაურიანი,
რომელიც ყველა ენაზე მღერის,
მაგრამ ისე უგემოვნოდ,
რომ მისი ხმა
ეკლესიის ზარს ემსგავსება
და რეკს,
რეკს ჩუმად,
გაბზარულად,
არათანაბრად,
რათა მაღალი ცის გუმბათი
თავზე დაიმხოს...

ბაზარია ჩემი შეყვარებული -
ბაგე - მარწყვი,
თვალი - მაყვალი
და ძუძუები - ორი მწიფე,
დუთმა ნესვი
დახლზე...