ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

სიჩუმის წინ

გიცდი და ვიცი, ეს მოლოდინი
გადამექცევა ყულფად თუ თოკად,
მე დუმილმა მშვა, როგორც მგლის ლეკვი,
და ახლა მგლური ალერსით მლოკავს.
ალბათ, არც მე ვარ ასე მართალი
და ეს დუმილიც ბინძურად ტყუის,
მანამდე, ვიდრე ფეხზე ბარბაცით
წამოვდგები და გავაბამ ყმუილს.
ვიყმუვლებ, - ბედმა კვლავ სიყვარული
ყელში ბურთივით თუ არ ჩამჩარა, -
რომ დავამსხვრიო ღრუბლების ფარდით
ჩამობურული ზეცის ფანჯარა;
თორემ დუმილი...