ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
კნუტები
სად გირჩევნია?
სახლში
თუ გარეთ,
გული რომ თოვლის ფიფქივით
გადნეს,
თუ გინდა სახლში,
თუ გინდა გარეთ,
ოღონდ წავიდეთ,
წავიდეთ
სადმე...
სულს ისე ფხაჭნის გაქცევის ჟინი,
თითქოს, ვიღაცამ სუსტი კნუტები
ჩამომაყარა შიგნით...
მცივა და
სიმწრით
ჩემივე თავს ვეხუტები.
სხვა არავინ ჩანს რადგან ერთგული,
ავად ბზინავენ ფანჯრის მინები,
მე საკუთარ თავს, როგორც ვაშლის...
