ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ფურთხი

შორს გაზაფხული ათასნაირ
ფერადებს ლამბავს,
მიწის ქვევრიდან
იღებს თრობას
ფოთლების ხაპით,
მიდის ცხოვრება,
ვით მდინარე,
მე კი ხავსივით
ვებღაუჭები
სიყვარულის
წარუვალ ნაპირს.

წარსული ბევრმა
საუცხოო ბაღებს ადარა,
სად სიხარული
მბრძანებლობდა მხოლოდ
მეფურად,
მაგრამ ეს ბაღიც
არ ხარობდა
ჩემთვის
და იგი
გაუტანლობის
ეკალ-ბარდებს...