ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

შემინდოს ღმერთმა

იწექი - ვნებით ღამისმთეველი,
ამოსროლილი შლეგი ჩქეფიდან -
და იმ აღთქმული სასუფეველის
მთელი სიკეთე მკერდზე გეფინა.
ვნების ღვართქაფი გვდიოდა ტანზე,
წმინდა ზეთივით, შუბლს რომ იცხება
და ყველა ცოდვის შენდობას გავდა
იმღამინდელი თავდავიწყება.
კვირტთა სკდომის ხმას გაეპასუხე
მაგ ძუძუების წყვილი კერტითა,
შემინდოს ღმერთმა,
ჯოჯოხეთიც კი
ლამაზი ჩანდა შენი...