ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ლხენით კი არა
რატომ არასდროს გამეპასუხე
შენს საძებნელად წამოსულ ოლოლს,
გარს მეხვეოდა მრავალი ჩიტი,
მე მუდამ შენთვის ვმღეროდი მხოლოდ.
ტყეს დასწოლოდა ბუღი და ჯანღი -
გაცოფებული შლეგ ღვართქაფამდი,
მე კი მართალი, წკრიალა ჰანგით
შენკენ სავალ გზას მოვიკაფავდი.
მისმენდნენ სხვები და რა იცოდნენ,
რომ მომღიმარი სახით მეტწილად,
ლხენით კი არა, ტანჯვით ვმღეროდი,
მინდოდა, შენთვის ხმა მომეწვდინა.
არც მე ვიცოდი,...
