ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ყოფის გრამატიკა

ზვიად რატიანს

მზეა უცნაურად ცაზე გახიდული,
შეპარვით ეშვება წვიმა - მარებელი,
ბალახებს ედება,
არ აინტერესებს,
ხვალ რომ გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი.
კენწეროს მოსწყდება ეული ფოთოლი,
წვეთებო, თქვენ ისევ ჩუმი კამათი გაქვთ,
წიგნს უხმოდ დავხურავ,
ფანჯარას გავაღებ
და ჩემში შემოვა ყოფის გრამატიკა.
მე მიყვარს ცხოვრება, ბატონო პროფესორო,
ვით ქალის...