ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ნამსხვრევები

რისი ლექსები?! -
ნამსხვრევებია,
რაც გადაურჩა
ცხოვრების წადილს,
ხოლო ეს კაცი
ამ ნამსხვრევებზე
მუდამ შიშველი
ფეხებით დადის...
რის სიყვარული?! -
ნამსხვრევებია
იმ ლაჟვარდების კალთის
და იმ ცის
და წარსულის მზე
თუ გადმოხედავთ,
მხოლოდ მაშინ თუ
იწყებენ ციმციმს.
რის მონატრება?! -
ნამსხვრევებია
გაძლებისა და
სიმტკიცის კირის,
დგას კაცი...