ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ბუზი
აქ გაზაფხული გვიან დაიწყო, გადააშავეს ქარებმა ეზო. ვერ წამოვედი პირისპირ შევრჩი დაუსრულებელ წვიმების სეზონს. მე მომენატრე, რადგან ცივ ლოგინს სამარესავით თვითონვე ვითხრი; ჩაკეტილი ვარ, ვეღარ მივმხვდარვარ - ეს ზღუდე არის თუ კარის წირთხლი. რა დაიწყება ამ კარის იქით, რა დაიწყება ამ სახლის გარეთ? - ბაბუაწვერა, რომელიც უხმოდ შენკენ მოჰყვება აპრილის ქარებს, თუ ეს წერილი, ან იქნებ ჭინჭრის სუსხიანი და მაღალი კანჭი, ან სულაც ბუზი; ბუზი, რომელიც სარკმელს ეხლება უგონო ტანჯვით....
