ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
სარკე
ის გზა, რომელიც შენკენ არ მოდის,
დაფენილია ხმელი ეკლებით,
ცივი სარკე ვარ და ამ სარკეში
ყოველი მხრიდან შენ ირეკლები.
ჰო, ეს შენა ხარ:
აი, თვალები,
ნიკაპი,
ცხვირი,
თმები,
ტუჩები,
დაბრუნდი, რადგან ვერც შენ გაძელი
იქ, სიცივეში, დიდხანს უჩემოდ.
მეგობარი ხარ შენ, თუ სარკე ხარ?
ან გზა მიჩვენე შენკენ, ან კარი,
შენში რომ ვჩანვარ, ის მე არა ვარ! -
თქვი და ქვას დასწვდი...
