ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ხომ დამტიროდა
შორს გაფრენილა გაზაფხული
ფრთამოხატული,
ლურჯი ზაფხულიც,
შემოდგომაც, -
ასე სამთავე
ხელში ჩამადნა
და, დეკემბრის სუსხში ჩარჩენილს,
ყელზე არამი ლუკმასავით
მადგას
ზამთარი...
უღონოდ ბჟუტავს
დღეს
იმედის სუსტი კოცონიც,
ოცნების კვამლით
ისეც სნეულ ფილტვებს
რომ მიხრის...
ვერ დავუმოყვრდი სოფელს
ტკბილ და ერთგულ ძმასავით,
სწორედ ამიტომ
ბევრჯერ...
