ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
გალავანი
მესროლე ეგ ქვაც,
ვეღარაფერს დამაკლებ უკვე.
თუმცა, ჩემს სავალს
ძველებურად წყევლის მავანი,
იმდენჯერ მომხვდა
რიყის ლოდი,
კი არ გამთელა,
გარს შემომერტყა,
როგორც ციხეს -
ქვის გალავანი...
ახლა ციხე ვარ -
მოსალტული მტკიცე გალავნით,
სადაც ზაფხულის
მზით ყვავიან
თეთრი ვარდები,
თუმც, კვლავ მაწყდება
წუთისოფლის თქეში წყეული,
ვერ დამლეწავს და
მტერს...
