ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ვაითუ შენკენ

ჩააქრეთ შუქი...
მონატრებამ იყუჩოს იქნებ,
ზამთარი მოდგა -
დედამიწის ქათქათა რიდე,
რაც მსურდა მეთქვა,
ყველაფერი გითხარი უკვე,
დღეის შემდეგ კი,
აღარ ვიცი,
რა გითხრა კიდევ...

ჩარაზეთ კარი...
აღარავის დანახვა არ მსურს,
არ მსურს,
სიცოცხლეს ვებღაუჭო
ვაინაჩრებით,
სიყვარულს
თოვლის ფიფქებივით
გავატან
წარსულს,
რომ ათასფერად