ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ნაგავსაყრელი

მე უდაბური ადგილი ვარ,
სოფლის კიდე ვარ,
დიდი ქალაქის
ბილწი ვნების შემომრაგავი,
სადაც ყოველდღე კი მოდიან,
მაგრამ იმიტომ,
რომ მხოლოდ გულზე დამაცალონ
ქვეყნის ნაგავი.

შემხედავთ,
უხმოდ გამეცლებით,
ცერად მიყურებთ:
ვარ საუცხოოდ
პირმოკრული
სიმყრალის ზორტით;
თუმცა ყელამდე
მავსებს ჭუჭყი,
მე შემიძლია,
ჩემი თავიდან ამოვხეთქო
ალუბლის...