ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
როგორც ბეღურა
აღარ მოგელი, გაზაფხულო,
დიდი ხანია,
დაგიკეცია ჩემთვის
ატმის თეთრი რვეული...
ის სიყვარული
მე დეკემბრის
თოვლში ჩავტოვე,
როგორც ბეღურა -
ქარიშხალით ფრთებდამსხვრეული...
ახლა კი... ახლა
შენს კარებთან
მორჩილად ვდგავარ,
მსურს, დახრილ თავზე
დამაღვარო
სითბო ულევი...
ნუ მოხვალთ ჩემთან,
ბეღურებო,
თქვენი მრცხვენია,
როს გაზაფხულზე
ასე ლაღად...
