ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

თქვი, სიყვარულო!

გარეთ თავს იკლავს
გადარეულ წვიმათა თქეში,
სულ ცოტა ხნის წინ
იქ ფაფუკი თოვლი როკვიდა...
შენით ვარ სავსე,
სხვა რაღა ვთქვა,
უფრო ნათელი
დღეს რაღა უნდა წარმოდინდეს
ჩემი კოკიდან.

ტყეს გადაჯეგავს
დაუნდობელ ქარების ურდო,
შეესევიან არეს ირგვლივ
უცხოდ მყაფრები,
ამ ზამთრის თოშში,
გაზაფხულო,
იმდენჯერ მსურდი,
ნატვრამ დამაზრა
ფრთები -
შენკენ...