ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

* * * (ნუ წახვალ, სატრფოვ)

ნუ წახვალ, სატრფოვ,
ამ გაზაფხულს თან ნუ წაჰყვები,
უშენოდ მიწა გადახსნილა,
როგორც იარა...
მაგრამ წავიდა გაზაფხული
უსინანულოდ,
ტყემლებს ყვავილი წაჰყარა და
გვერდს ჩამიარა.
ნუ წახვალ, სატრფოვ,
უშენობა ცივად მეხება,
ვეღარც ცხოვრებას ვერ ვუსტუმრებ
ვალებს მისაგებს,
ქარი კი
ტყემლის ყვავილივით
მიმერეკება
წარსულისა და
უმომავლო...