ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ჭინჭარი

თქვი, ჩემი ზეცა
ვისი ცივი წყევლით გაშავდა,
რა ცოდვა მედო
თავს ასეთი,
რა ნახინჯარი,
ვინ დამაწყევლა,
ჩემი ყოფის
ციხის ნაშალთან
რომ საკუთარი თავი ვგლიჯო,
როგორც ჭინჭარი.

ჭინჭარო,
ამაყ ნანგრევების
ძველი ბოღმიდან
ჩაგუბებული ბალღამივით
მწვანედ იხაპვი,
თუმცა ხასხასებ,
ეული ხარ და
უმოყვრო ხარ,
ხარ უცხო, ბლანტი მარტოობის
ცივი...