ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ორის ნახევარი
მე ვარ კედელზე დარჩენილი
ძველი საათი,
ვარ საკუთარი მარტოობის
ჯვარზე გაკრული.
დრო მიდის,
თუმცა, აღარ ძალმიძს,
ისევ აღვნუსხო
თავბრუდამხვევი
მაჯისცემა მისი,
მზაკვრული...
უცებ მოვეშვი,
ერთხელ,
როცა აღმოვაჩინე,
რომ აღარ მსურდა,
აღმენუსხა ქორონიკონი,
დროის მონობა
უნებლიეთ ისე მემწარა,
ვით მოღალატე
სატრფოს ლექსის
ბოლო...
